ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა ხარაგაულის რაიონში

ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან ერთმანეთს 2 მსუბუქი და ერთი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

banner
წინა სტატიაშითემქაზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია
შემდეგი სტატიახულოში ამ დრომდე ხანძარს ებრძვიან