(foto-video) ორი ძლიერი აფეთქება სტამბოლში

10 დეკემბერს ღამით, თურქეთში, ქალაქ სტამბულის ბეშიქთაშის რაიონში, ,,ბეშიქთაშსა,, და ,,ბურსასპორს,, შორის გამართულ საფეხბურთო მატჩის შემდეგ სტადიონ ,,ვოდაფონ არენას,, მიმდებარე ტერიტორიაზე ზედიზედ ორი აფეთქება განხორციელდა.
თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები მაშინ ამოქმედნენ, როდესაც სტადიონიდან გამოსული გულშემატკივრები სახლში ბრუნდებოდნენ.თვითმხილველთა განცხადებით, აფეთქებების პარალელურად ქუჩაში ისმოდა სროლის ხმები.., აცხადებენ რომ ტერორისტებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია 20-ზე მეტი მოქალაქე. გარდაცვლილებზე ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
თურქეთის შსს-ს მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადებით, პოლიციის რაზმები შვეულმფრენების დახმარებით, დამნაშავეთა დევნის ოპერაციას ანხორციელებენ.

 

https://youtu.be/FP7oxP70NE8

banner
წინა სტატიაშიტრამპი სახელმწიფო მდივნად პუტინის მეგობარ ნავთობმაგნატს ნიშნავს
შემდეგი სტატიათურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!