“ორი დღის მანძილზე მიმდინარეობს შოუ, რომლის მიზანი პოლიტიკური კამპანიის წარმოებაა”

news
ავტ.: news აპრილი 28, 2016 10:19

“ორი დღის მანძილზე მიმდინარეობს შოუ, რომლის მიზანი პოლიტიკური კამპანიის წარმოებაა”

“ორი დღის მანძილზე მიმდინარეობს შოუ, რომლის მიზანი პოლიტიკური კამპანიის წარმოებაა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მსგავს პროვოკაციებს უნდა ველოდოთ”.

ამის შესახებ, თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.

“გუნდი, რომელიც თბილისისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღების ტერიტორიების გასხვისებას გეგმავდა, სტადიონებს ყიდდა, პარკებში სასტუმროების მშენებლობის ნებართვას გასცემდა და საბავშვო ბაღებს კერძო კომპანიებზე ყიდდა, დღეს მწვანე საფარის დაცვაზე საუბრობს”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება ბოტანიკური ბაღისთვის სასარგებლოა და იმ ტერიტორიაზე, რომელიც ბაღს გადაეცა, კომპანია “ფინსერვის XXI”-მა 3 მილიონამდე თანხა დახარჯა.

“ბოტანიკური ბაღი არავის მიუერთებია, ის ვითარდება. ბაღის დირექტორატის მიზანი სამეცნიერო პოტენციალის განვითარება და ბოტანიკური ბაღის ცნობადობის გაზრდაა. “ნაციონალური მოძრაობა” აცხადებდა, რომ კონკრეტულმა კომპანიამ ბაღის ტერიტორია მიითვისა. რეალურად კი, ბოტანიკურის ტერიტორია უცვლელი დარჩა და მხოლოდ საზღვრის კორექტირება, 2 თანაბარზომიერი ტერიტორიის ჩანაცვლება მოხდა”, – განაცხადა ლექვინაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ჩანაცვლებული ტერიტორიები კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მიღმა იმყოფება. ზონა მხოლოდ იმ ტერიტორიას შეეცვალა, რომელიც ბოტანიკური ბაღის საზღვრებს მიღმაა და აუქციონზე ბოტანიკურის გარეთ არსებული 29 ჰექტარი ტერიტორიაა გამოტანილი, რომელზეც ზონის ცვლილება განხორციელდა.

news
ავტ.: news აპრილი 28, 2016 10:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,849
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics