“ორი დღის მანძილზე გიორგი კვირიკაშვილის სახით დავინახე ახალი პოლიტიკური ლიდერი”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში შეიქმნა პოლიტიკური ლიდერის კულტურა, რაც მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია.

როგორც ფოფხაძე აცხადებს, გუნდში, რომელიც ხელისუფლებაშიამ არ არის მონური დამოკიდებულება და არავის ერთმევა შესაძლებლობა დარჩეს დამოუკიდებელი.

“ჩემთვის ამ ორი დღის მანძილზე ცხადი და ნეთელი გახდა ერთი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო ცალსახად ლიდერი, რომელიც გუნდისთვის იყო ძალიან ახლობელი. ამ გუნდმა შექმნა პოლიტიკური ლიდერების კულტურა და ორი დღის მანძილზე გიორგი კვირიკაშვილის სახით მე დავინახე, ჩემთვის ახალი პოლიტიკური ლიდერი. მე, ამ სამი წლის ყველაზე დიდ წარმატებად მიმაჩნია ის, რომ ჩვენ პოლიტიკურ გუნდში არ არის მონური, მორჩილი და ისეთი დამოკიდებულება, რაც ჩვენ წაგვართმევს იმის შესაძლებლობას, რომ დავრჩეთ პიროვნებებად და ვაკეთოთ ჩვენი საქმე”, – განაცხადა ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშინაციონალური “კრისა” მარკეტინგი და გრანტები
შემდეგი სტატია“შეელიეთ თქვენს ჯიპებს და ფუფუნებას”