ორი დღის განმავლობაში მეორედ აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ორი დღის განმავლობაში მეორედ აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპთან დღესაც პროდუქტიული საუბარი შედგა.

ზელენსკის თქმით, გუშინდელი საუბრის დროს ისინი „დღევანდელ კონკრეტულ თემაზე შეთანხმდნენ“, დღეს კი „სიტუაციის ყველა ეს ასპექტი“ განიხილეს.

„ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლის დაცვა, ჩვენი საჰაერო თავდაცვის, ჩვენი მდგრადობისა და მოქმედების რადიუსის გაძლიერება. ენერგეტიკასთან დაკავშირებით ბევრი დეტალია. პრეზიდენტი ტრამპი კარგად არის ინფორმირებული ყველაფრის შესახებ, რაც ხდება“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმაია დარსმელიძე: ქოცს ეზიზღება ყველაფერი, რაც მასზე ჭკვიანი და კომპეტენტურია..
შემდეგი სტატიაგარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს