ორი დღეა ვუყურებ, როგორ აჭედებენ ლურსმნებს ჩემი კუბოს ფიცარზე ადამიანები – რას წერს სკანდალური სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი

სკან­და­ლუ­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ერთ-ერთი ავ­ტო­რი ნატო ახ­მე­ტე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კას პა­სუ­ხობს. საქ­მე ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის მე-9 კლა­სის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს, რო­მელ­მაც 2012 წლის მოვ­ლე­ნე­ბის აღ­წე­რის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ნატო ახ­მე­ტე­ლი კონ­კრე­ტუ­ლად იმ პა­რაგ­რაფ­ზე აკე­თებს გან­მარ­ტე­ბას, სა­დაც აგ­ვის­ტოს ომ­ზეა სა­უ­ბა­რი.

“სა­ლა­მი, მე­გობ­რე­ბო. ზო­გა­დად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პა­სი­უ­რი ვარ და სა­ვა­რა­უ­დოდ, არც მო­მა­ვალ­ში ვიქ­ნე­ბი აქ­ტი­უ­რი. ორი დღეა ვუ­ყუ­რებ, რო­გორ აჭე­დე­ბენ ლურ­სმნებს ჩემი კუ­ბოს ფი­ცარ­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო არ წა­უ­კი­თხავთ. ერთ-ერთ ძველ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში მოყ­ვა­ნი­ლი მქონ­და პას­ტერ­ნა­კის “ექი­მი ჟი­ვა­გოს” ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ასე სრულ­დე­ბო­და: გა­ზე­თე­ბის რე­დაქ­ცი­ებ­ში “რი­გი­თი საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის” უამ­რა­ვი წე­რი­ლი მი­დი­ო­და. ისი­ნი რო­მა­ნის გამო აღ­შფო­თე­ბას ვერ მა­ლავ­დნენ. იმ პე­რი­ოდ­ში გა­მოთ­ქმად იქცა: “მარ­თა­ლია, პას­ტერ­ნა­კის რო­მა­ნი არ წა­მი­კი­თხავს, მაგ­რამ გე­ტყვით…”
სტა­ტი­ებ­სა და გა­და­ცე­მებ­ში მოყ­ვა­ნი­ლი ცი­ტა­ტე­ბი კონ­ტექ­სტი­და­ნაა ამოგ­ლე­ჯი­ლი, ზოგ მათ­გან­ზე მივ­წე­რე კი­დეც “ფორ­მუ­ლას”. ფაქ­ტია სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო კი არა, პა­რაგ­რა­ფიც კი არ აქვთ წა­კი­თხუ­ლი.

ძი­რი­თად ბრალ­დე­ბებს ვუ­პა­სუ­ხებ: პა­რაგ­რა­ფი, სა­დაც აგ­ვის­ტოს ომ­ზეა და­წე­რი­ლი ასე იწყე­ბა: 2003 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს სწრაფ­ვა ევ­რო­პი­სა და ნა­ტოს­კენ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. რუ­სე­თის მრა­ვა­ლი მცდე­ლო­ბა, ხელი შე­ე­შა­ლა ამ პრო­ცე­სის­თვის, უშე­დე­გო გა­მოდ­გა. ერ­თა­დერთ სა­შუ­ა­ლე­ბად იმგვა­რად, დარ­ჩა სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თვა სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში რომ აგ­რე­სო­რი ქარ­თუ­ლი მხა­რე გა­მო­სუ­ლი­ყო. ყო­ვე­ლი­ვე ეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­რი­ტე­ტის შე­ლახ­ვის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი. 2008 წლი­დან რუ­სე­თი ფორ­მა­ლუ­რა­დაც კი აღარ იცავ­და აფხა­ზეთ­თან და სამ­ხრეთ ოსეთ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­თან­ხმე­ბებს.

2008 წლის ივ­ნის-ივ­ლის­ში მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პრო­ვო­კა­ცი­ებ­მა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში. ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბის­თვის ცე­ცხლის გახ­სნა, გზე­ბის და­ნაღმვა, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ტა­ცე­ბა ყო­ველ­დღი­ურ მოვ­ლე­ნად იქცა. 2008 წლის 6-7 აგ­ვის­ტოს ოსურ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ფორ­მი­რე­ბებ­მა ცხინ­ვა­ლის მიმ­დე­ბა­რე ქარ­თულ სოფ­ლებს ინ­ტენ­სი­უ­რი ცე­ცხლი გა­უხ­სნეს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და­სა­ცა­ვად ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შეყ­ვა­ნის ბრძა­ნე­ბა გას­ცა, რა­საც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ პირ­და­პი­რი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ით უპა­სუ­ხა. 2008 წლის 8-10 აგ­ვის­ტოს რუ­სეთ­მა სამ­ხრეთ ოსეთ­სა და აფხა­ზეთ­ში ათა­სო­ბით ერ­თე­უ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა და ათი­ა­თა­სო­ბით ჯა­რის­კა­ცი­შე­მო­იყ­ვა­ნა… და ოსუ­რი სამ­ხედ­რო ფორ­მი­რე­ბე­ბის უკან რომ რუ­სე­თი იდგა, არ ჩანს ამ ტექ­სტი­დან?

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას:

1. შენი აზ­რით, და­უშ­ვა თუ არა შეც­დო­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, რო­დე­საც ოსუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბის მიერ ქარ­თულ სოფ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სრო­ლას რე­გი­ონ­ში სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბის შეყ­ვა­ნით უპა­სუ­ხა? ეს სა­დის­კუ­სიო კი­თხვაა.

მოს­წავ­ლემ უნდა გა­მო­ხა­ტოს პო­ზი­ცია, იმ­სჯე­ლოს. დის­კუ­სი­ის და­წყე­ბა რო­მე­ლი­მე პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას ნიშ­ნავს? რა­ტომ გგო­ნი­ათ, რომ ბავ­შვი აუ­ცი­ლებ­ლად და­დე­ბი­თად უპა­სუ­ხებს და არა პი­რი­ქით? ეს ხომ სა­დის­კუ­სიო კი­თხვე­ბია ისე­ვე, რო­გორც, სხვა მრა­ვა­ლი ის­ტო­რი­ა­ში?რა­ტომ ვერ შე­ნიშ­ნეს პა­რაგ­რაფ­ში ეს და­ვა­ლე­ბა: 10. გა­ა­ა­ნა­ლი­ზე წყა­რო­ე­ბი ბ), გ), დ) და ე) და იმ­სჯე­ლე, არის თუ არა ეს წყა­რო­ე­ბი არა­პირ­და­პი­რი სამ­ხი­ლი, რომ რუ­სეთ­მა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია არა ოსი მო­სახ­ლე­ო­ბის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის ფარ­გლებ­ში და­სა­ცა­ვად, არა­მედ ნა­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­სა­ლოდ­ნე­ლი შეს­ვლის აღ­საკ­ვე­თად ჩა­ა­ტა­რა? პა­სუ­ხი და­ა­სა­ბუ­თე.აქვე გთა­ვა­ზობთ, პა­რაგ­რა­ფი­დან სხვა კი­თხვებ­საც:

2. რუკა 54 შე­ა­და­რე 1921 წლის სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის რუ­კას. რო­გორ ფიქ­რობ, რამ შე­უ­შა­ლა ხელი რუ­სეთს იმა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­დან შე­ე­ტია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის?

3. შე­ას­რუ­ლე და­ვა­ლე­ბა კონ­ტუ­რულ რუ­კა­ზე.

4. რო­გორ ფიქ­რობ, რომ არა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის ძა­ლის­ხმე­ვა, შე­საძ­ლე­ბე­ლი­ი­ყო თუ არა რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი ოკუ­პა­ცია? პა­სუ­ხი და­ა­სა­ბუ­თე.

5. შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი გლო­ბა­ლურ ან რე­გი­ო­ნულ ომ­ში­გა­დაზ­რდი­ლი­ყო?

6. გა­ა­ა­ნა­ლი­ზე მედ­ვე­დევ-სარ­კო­ზის შე­თან­ხმე­ბის პუნ­ქტე­ბი და იმ­სჯე­ლე, რა­ტომ არ­შე­ას­რუ­ლა ის რუ­სეთ­მა.

7. შენი აზ­რით, რა­ტომ სურს რუ­სეთს კავ­კა­სი­ა­ზე და ზო­გა­დად პოსტსაბ­ჭო­თა­სივ­რცე­ზე გავ­ლე­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა?

8. რა­ტომ თვლის რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა საფრ­თხედ ნა­ტოს აღ­მო­სავ­ლე­თით გა­ფარ-თო­ე­ბას?

9. შენი აზ­რით, აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის ცნო­ბას პირ­და­პი­რი კავ­ში­რი აქვსდა­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის მიერ კო­სო­ვოს ცნო­ბას­თან თუ ეს რუ­სე­თის­თვის სა­ბა­ბი აღ­მოჩ­ნდა?

10. გა­ა­ა­ნა­ლი­ზე წყა­რო­ე­ბი ბ), გ), დ) და ე) და იმ­სჯე­ლე, არის თუ არა ეს წყა­რო­ე­ბი­ა­რა­პირ­და­პი­რი სამ­ხი­ლი, რომ რუ­სეთ­მა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია არა ოსი მო­სახ­ლე­ო­ბის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის ფარ­გლებ­ში და­სა­ცა­ვად, არა­მედ ნა­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­სა­ლოდ­ნე­ლი შეს­ვლის აღ­საკ­ვე­თად ჩა­ა­ტა­რა? პა­სუ­ხი და­ა­სა­ბუ­თე.

11. გა­ა­ა­ნა­ლი­ზე ქვე­მოთ მო­ცე­მუ­ლი კა­რი­კა­ტუ­რე­ბი. რო­მე­ლი გა­მო­ხა­ტავს, ერთი მხრივ,და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს, მე­ო­რე მხრივ კი, რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ას და­რა­ტომ?

12. იმ­სჯე­ლე, შე­იძ­ლე­ბა თუ არა რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტის აღ­სა­წე­რად ეს­კა­რი­კა­ტუ­რე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნოთ? პა­სუ­ხი და­ა­სა­ბუ­თე. ეს პოს­ტი ეძღვნე­ბა ძი­რი­თა­დად ჩემს მე­გობ­რებს, მოს­წავ­ლე­ებ­სა და კო­ლე­გა მას­წავ­ლებ­ლებს” – წერს ახ­მე­ტე­ლი.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზა ცალმხრივად გაიხსნა
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან ონლაინშეხვედრამდე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა