“ორი ათეული ახალი შემთხვევა ეროვნული გამოცდების, სასწავლო პროცესის ან სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად საფრთხეს არ წარმოადგენს”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღეს არსებული დღიური მაჩვენებლი საფრთხეს არ წარმოადგენს ეროვნული გამოცდების, სასწავლო პროცესისა და არც სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად.

„მოგეხსენებათ, სასწავლო პროცესის დაწყებას წყვეტს საკოორდინაციო საბჭო. რამდენჯერმე განვაცხადე, თუ ჩვენ შევინარჩუნეთ ის ეპიდსიტუაცია, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს და ამ დღეებში ქვეყანაში გვაქვს, ყოველდღიურად ახალი ინფიცირების ერთეული, იგივე ვთქვათ ორი ათეული შემთხვევა, საფრთხეს არ წარმოადგენს არც ეროვნული გამოცდების ჩატარების, არც სასწავლო პროცესის დაწყების და არც სხვა ღონისძიებებისთვის“,– განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ეფექტიანი გამოძიების ჩატარება უზრუნველყო
შემდეგი სტატიაპარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა