ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი შსს-ს თანამშრომელია

ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი შსს-ს თანამშრომელია.

თენგიზ კალანდია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით თენგიზ კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის თვითმხილველი მოსწავლეების მამაა, რომელმაც მძიმე დანაშაულის შესახებ შვილებისგან შეიტყო, თუმცა დანაშაული დამალა და შვილები შემთხვევის ადგილიდან საკუთარი მანქანით წაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ კალანდია უწყებაში ნამდვილად მუშაობდა თუმცა ის მუშაობდა საფინანსო სამსახურში და დაპატიმრების მომენტში კადრების განყოფილების განკარგულებაში იყო.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის დაფარვისთვის ხუთი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა
შემდეგი სტატიაგორის რაიონის სოფელ კარალეთში 68 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს