ორი აქცია ზესტაფონში-შიმშილობის აქციის პარალელურად, მერიის შენობასთან კახა მახათაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
მნიშვნელოვანი
- აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოქალაქეებმა პროტესტის ისეთ ფორმას უნდა მიმართონ, რომელიც ქალაქის განვითარებას ხელს არ შეუშლის.
სხვა სტატიები
- რომან გოცირიძე-დროა, გადავერთოთ ჟენევის ფორმატში და უარი ვთქვათ რუსეთთან გაუმჭვირვალე, კულუარული მოლაპარაკებების პრაქტიკაზე
- სალომე სამადაშვილი : კარგი იქნება, თუ ოპოზიციური სპექტრი 20 ივნისისთვის მოახერხებს თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებზე საბოლოო შეთანხმებას
- საყდრისის საკითხთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარედ შალვა შავგულიძე?
ზესტაფონში შიმშილობის აქციის პარალელურად, მერიის შენობასთან კახა მახათაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ამბობენ, რომ პრობლემების გასაცნობად მერთან შეხვედრას ვერ ახერხებენ, რადგან კაბინეტში მერი მერვე დღეა შესვლას ვერ ახერხებს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოქალაქეებმა პროტესტის ისეთ ფორმას უნდა მიმართონ, რომელიც ქალაქის განვითარებას ხელს არ შეუშლის.
ზესტაფონის მერის კახა მახათაძის კაბინეტზე წებოვანი ლენტია გაკრული და მერს სამუშაო კაბინეტში შესვლის საშუალება არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ ზესტაფონის მერიის შენობაში ოთხი მოქალაქე მეორე დღეა შიმშილობს. მოქალაქეები ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის თანამდებობიდან გადადგომას და სამსახურში აღდგენას ითხოვენ.