ორი ადამიანი გაიტაცა მდინარემ – დავით ნარმანია

დატბორილია ფიროსმანის,დოლიძის, აღმაშენებლის ქუჩის ნაწილი, მარჯანიშვილის მოედანი, უნივერსიტეტის ქუჩის დასაწყისი და რამდენიმე ადგილი სანაპიროზე. ნიკოლაძის, წინამძღვრიშვილის,მინდელის, კოსტავას ქუჩები, ვაჟა–ფშაველა. ასევე ვაკის საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორია. წვიმის გამო ჩამოინგრა კაზინო “ევროპის” კედელი, სადაც ამ წუთებში მაშველები მუშაობენ. სამაშველო სამსახური მუშაობს ფილარმონიასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში.

დავით ნარმანია თბილისის დატბორილ ქუჩებშითბილისის მერია სამაშველო ოპერაციისთვის სამხედრო დახმარებას ითხოვს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ რამდენიმე წუთის წინ კურიერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

როგორც ნარმანია აღნიშნავს, ვითარება მთელ ქალაქშია საგანგებო, მაგრამ განსაკუთრებით რთული ვითარება მდინარე ვერეს ტერიტორიაზეა შექმნილი.

თბილისის მერი ამბობს, რომ ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ დაზუსტებული მონაცემები არ არსებობს. თუმცა, ის ამბობს, რომ მან პირადად დაინახა, როგორ გაიტაცა მდინარემ ორი ადამიანი და მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ.

ამასთან, ნარმანიამ დაადასტურა, რომ ზოოპარკიდან ცხოველები არიან გაქცეულები, რომლებიც სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ნახეს.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს