6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

“ორღობის დიქტატურას ასე ვერ მოიშორებთ”- მიხეილ სააკაშვილი

“დაიმახსოვრეთ, ხელისუფლებაში ჩაჭიდებულ ორღობის დიქტატურას ვერ მოიშორებ სამასი ათასი და მილიონი დემონსტრანტითაც კი, რომელიც შეიკრიბება და შემდეგ რომელიმე შალომე-მალომე მათ ფონზე ვიდეოს გადაიღებს და აქციას დაშლის, რათა შემდეგ ქუჩაში გამოსულები სახლებში დაიჭირონ.

ამ რუსულ შავ ჭირს მოიშორებს თუნდაც მხოლოდ 50 ათასი ისეთი ადამიანი, რომელიც შეიკრიბება და არაფრის გზით დაიშლება, ვიდრე არ გაიმარჯვებს.

დაიწყეთ ამ 50 ათასმა მობილიზება. ნუ დაელოდებით სრულიად იმპოტენტ აპლომბიან იმბეცილებს. აიღეთ ქვეყნის ბედი თქვენს ხელში. ნუ მისცემთ ივანიშვილს შანსს, ახალგაზრდების პროტესტი გაანეიტრალოს იაფი ნარკოტიკებით და ქოლცენტრებში დასაქმებით. წადით ბოლომდე, ნურაფრის შეგეშინდებათ და აუცილებლად გაიმარჯვებთ“, – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიქვისცვენა გზაზე – ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატია“ამას ჰქვია ღალატის პროცესი!”- ელენე ხოშტარია საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას ეხმაურება