ორგანიზებული კრიმინალის წინააღმდეგ საერთაშორისო ოპერაციაში 800 პირი დააკავეს

პოლიციელების გლობალური რეიდის შემდეგ, რომელიც ორგანიზებული დანაშაულებების წინააღმეგ იყო მიმართული, შვედეთში 70 ადამიანი დააკავეს, ნიდერლანდებში კი – 49.

ევროპოლის დირექტორის მოადგილემ ჟა-ფილიპ ლეკუფმა ჰააგაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ 16 ქვეყნის სამართალდამცველებმა 700 რეიდი ჩაატარეს და 800-ზე მეტი ეჭვმიტანილი დააკავეს, ამოიღეს 8 ტონა კოკაინი და 48 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული – reuters-ი წერს.

ჩინოვნიკებს სტატისტიკა ქვეყნებში დაკავებულთა შესახებ არ გამოუქვეყნებიათ, მონაცემები მხოლოდ შვედეთმა და ჰოლანდიამ გაავრცელა.
ოპერაცია ჩატარდა ავსტრალიაში, ავსტრიაში, დანიაში, ნორვეგიაში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ახალ ზელანდიაში, შოტლანდიაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და აშშ-ში.

ოპერაცია მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და ავსტრალიელმა გამომძიებლებმა გატეხეს ქსელი, რომელსაც დამნაშავეები იყენებდნენ და წაიკითხეს მილიონობით შეტყობინება.
ოპერაციია ფარგლებში, რომლის სახელი იყო OTF Greenlight / Trojan Shield გამომძიებლები აკვირდებოდნენ მაფიოზურ დაჯგუფებებს, აზიის კრიმინალურ სინდიკატებს, დამნაშავეთა ბაიკერულ ჯგუფებს.

banner
წინა სტატიაშიდღეს დადასტურდა, რომ ამ პარლამენტს არც თავმჯდომარე ჰყავს და არც ლეგიტიმური თანამდებობის პირი „ქართული ოცნებიდან
შემდეგი სტატიანიკა მაჭუტაძე:ეს იქნება შეურიგებელი ბრძოლის სტრატეგია და შეურიგებელი ბრძოლა მანკიერებასთან