ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტები დაამტკიცეს

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტები დაამტკიცეს

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტები დაამტკიცეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის ხელმძღვანელობით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა.

სხდომაზე საკოორდინაციო საბჭოს წევრი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2024 წლების სტრატეგიისა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები
დაამტკიცეს.

სხდომას შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, ასევე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის ანგარიში და სამომავლო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„რეფორმის მიმართულებებიდან მინდა აღვნიშნო კრიმინალური პოლიციის რეფორმა. სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და სისტემაში დანერგვა მნიშვნელოვანია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ასევე, სამინისტროს ინსტიტუციური განვითარებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანობის გაზრდა, საქმიანობის გაძლიერება, ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად ერთობლივი აქტივობების შემუშავება და შეთანხმება სწორედ ამ ფორმატში“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის დელეგაციას და მათ მიერ დაფინანსებულ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ტექნიკური დახმარების პროექტის გუნდს წარმატებული კოორდინაციისა და მხარდაჭერისათვის მადლობა
გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: არ უნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ამნისტიის კანონპროექტში ჩანაწერი კონკრეტული ლიდერისთვის გაკეთდა
შემდეგი სტატიასულაძე: ჯვრით აღარ ვმონაწილეობ მსვლელობაში, რათა უხერულობა არ შევუქმნა სხვა რელიგიის ხალხს