“ორგანიზებული დანაშაულის ლიდერები – ე.წ. კანონიერი ქურდები და მაყურებლები აცოცხლებენ არაფორმალურ იერარქიულ წყობას ციხეებში”

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება ოპოზიცია, რომელიც სისტემურ დანასაულზე საუბრობს. ნაციონალურ მოძრაობაში ამ ანგარიშიდან ყურადღებას რამდენიმე ასპექტზე ამახვილებენ.

კომიტეტის დასკვნის მიხედვით, პატიმრებისადმი მოპყრობის მხრივ საქართველოში კვლავ რთული ვითარებაა.

“ორგანიზებული დანაშაულის ლიდერები – ე.წ. კანონიერი ქურდები და მაყურებლები აცოცხლებენ არაფორმალურ იერარქიულ წყობას ციხეებში. ყოფილი თანამდებობის პირები თვეების და წლების განმავლობაში იმყოფებიან იმგვარ პირობებში, რომლებიც შეიძლება არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობად იქნას განხილული.

პირებს, რომლებსაც ჩვენ პოლიტ პატიმრებად განვიხილავთ, მათ მიმართ ამ ტიპის მოპყრობა აშკარად ატარებს პოლიტიკურ მოტივებს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან,” – აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო – საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპატიმრის გიგა ფარტენაძის მკვლელობის გამო 3 პირი სასამართლომ დამნაშავედ სცნო
შემდეგი სტატია„საქართველოს მხრიდან ყველა დავალება შესრულდა ფრიადზე“