ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2018 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში წინა წელთან შედარებით, საქართველო სამი პუნქტით დაწინაურდა

საერთაშოროსო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2018 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყნიდან საქართველო სამი საფეხურით დაწინაურდა და 61-ე პოზიციაზეა, შარშანდელ რეიტინგში კი 64-ე ადგილი ეკავა.
„საქართველოს მედია პლურალისტულია, თუმცა ჯერჯერობით ძალიან პოლარიზებულია. ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებულმა რეფორმებმა გააუმჯობესეს მედია საშუალების მფლობელობის გამჭვირვალეობა და სატელიტური ტელევიზიის პლურალიზმი, თუმცა მფლობელები ხშირად ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში.
ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ ნაკლებად ხდება, თუმცა ფიქსირდება მუქარის შემთხვევები. საქართველო ტრადიციულად აძლევდა თავშესაფარს დისიდენტებს მეზობელი ქვეყნებიდან. აზერბაიჯანელი დისიდენტი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის 2017 წელს თბილისში გატაცებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ის აზერბაიჯანში აღმოჩნდა, სადაც პოლიციამ დააკავა და შეთითხნილი ბრალდებით თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიუსაჯეს. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ორი მაღალჩინოსანი გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან, თუმცა გამოძიებას ჯერ კიდევ არ წარუდგენია იმის დამაჯერებელი ახსნა-განმარტება თუ რა მოხდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : თუ მოსახლეობის სურვილი იქნება, მზად ვართ ავტოფარეხების ადგილზე სკვერები, ბაღები და სპორტული მოედნები გავაშენოთ
შემდეგი სტატიაპოლიციამ კასპში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი