ორგანიზაციამ, რომელიც ქალთა უფლებებზე მუშაობს, ორსული თანამშრომელი გაათავისუფლა – რას წერს ახალგაზრდა დედა “ფეისბუქზე”

სამი თვის ორ­სუ­ლი და მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის დედა ლიკა კას­რა­ძე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ “სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო”(სიდა) სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, ამის შე­სა­ხებ “ფე­ის­ბუქ­ზე” თა­ვად კას­რა­ძე წერს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მი­ი­ღო. კას­რა­ძე პა­რა­დოქ­სუ­ლად მი­იჩ­ნევს, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცია აქ­ტი­უ­რად საქ­მი­ა­ნობს ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის კუ­თხით და მისი ძი­რი­თა­დი სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია, მათ შო­რის: გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა, ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი.

“და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვეა ვცდი­ლობ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ვარ­კვიო სამ­სა­ხუ­რი­დან ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი (ნამ­დვი­ლი) მი­ზე­ზე­ბი, რად­გან ვთვლი, რომ საქ­მე მაქვს ორ­მაგ სტან­დარტთან და ჩემ მი­მართ უსა­მარ­თლო მო­პყრო­ბას­თან, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. მი­მაჩ­ნია, რომ უხე­შად და­ირ­ღვა ჩემი შრო­მი­თი და არა მხო­ლოდ შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ასე­ვე, რომ ჩემი სა­კი­თხის კვლე­ვი­სა და უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის პრო­ცეს­ში ორ­გა­ნი­ზა­ცია სი­და­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ წა­ვა­წყდი ისეთ სა­ვა­რა­უ­დო დარ­ღვე­ვებს, რომ­ლებ­ზე­დაც იქ მუ­შა­ო­ბის 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და. მა­გა­ლი­თად: 1) აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ქა­ღალ­დე­ებ­ში ინა­ხე­ბო­და ჩემი სა­ხე­ლით და­დე­ბუ­ლი შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის მთე­ლი რიგი, სა­ი­და­ნაც მე მხო­ლოდ ერთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე მაქვს ხელი მო­წე­რი­ლი, და­ნარ­ჩენ შრო­მით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ზე კი სხვა პი­რის ხელ­მო­წე­რე­ბია; 2) შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში ფიქ­სირ­დე­ბა, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცია სი­დას ჩემ­თვის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით თით­ქოს გა­დახ­დი­ლი აქვს თან­ხა, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 35 000 ლა­რით მე­ტია, ვიდ­რე ის თან­ხა, რო­მე­ლიც მე სი­და­ში მუ­შა­ო­ბი­სას რე­ა­ლუ­რად ხელ­ფა­სის სა­ხით მი­ვი­ღე; ამას ადას­ტუ­რებს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­ცე­მუ­ლი დო­კუ­მენ­ტი და შე­სა­ბა­მი­სი ამო­ნა­წე­რი იმ ბან­კი­დან, სა­დაც ხელ­ფა­სი მე­რი­ცხე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დე სი­დას აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს და მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს − გამ­გე­ო­ბის წევ­რებს. ამის შე­სა­ხებ იცი­ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­მაც.

ამ პრო­ცე­სე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ძია და თა­ვი­სი სა­კი­თხის თა­ო­ბა­ზე სა­ვა­რა­უ­დო დარ­ღვე­ვა აღ­მო­ა­ჩი­ნა ჩემ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა, ნაზი ბურ­დუ­ლა­ძე­მაც; კერ­ძოდ, 2018 წლის ივ­ნი­სი­დან 2019 წლის დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით ნაზი ბურ­დუ­ლა­ძის სა­ხე­ლით და­დე­ბუ­ლია და სი­დას დო­ნო­რის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლია შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მელ­ზე­დაც ნაზი ბურ­დუ­ლი­ძის ხელ­მო­წე­რის ნაც­ვლად ხელი აქვს მო­წე­რი­ლი სხვა ადა­მი­ანს. პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ორ­გა­ნი­ზა­ცია სიდა თა­ვი­სი სურ­ვი­ლით და­ტო­ვეს ნაზი ბურ­დუ­ლა­ძემ და სხვა ხუთ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­იქ­მნა მწვა­ვე კრი­ზი­სი. ჩემ­თვის არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია ის პა­სუ­ხე­ბი, რომ­ლებ­საც ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­ზე სი­დას აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის­გან ვი­ღებ და მის, რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მი­მართ მაქვს სრუ­ლი და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი უნ­დობ­ლო­ბა. აქ ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სი­დას ერთ-ერ­თმა დო­ნორ­მა სი­დას­თან უკვე შე­წყვი­ტა პრო­ექ­ტი.

აქვე ისიც უნდა და­ე­მა­ტოს, რომ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ებს მი­ა­წო­და მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც სი­ტუ­ა­ცია უკი­დუ­რე­სად გამ­წვავ­და და ეს სი­დას გამ­გე­ო­ბის წევ­რებ­მა და სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მო­ი­თხო­ვეს.

ახ­ლა­ხანს სი­დას აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ელ-ფოს­ტით გვაც­ნო­ბა, რომ სი­დას რუს­თა­ვის ოფის­ში არ­სე­ბუ­ლი ორი­გი­ნა­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­ტა­ნი­ლია ოფი­სი­დან და ელექტრო­ნუ­ლი ფა­ი­ლე­ბის ნა­წი­ლი წაშ­ლი­ლია. ჩვე­ნი აზ­რით, არის იმის საფრ­თხე, რომ სხვა სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­აც და­ი­კარ­გოს. ამი­ტომ, ვა­სა­ჯა­რო­ებთ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამ საქ­მის გახ­მა­უ­რე­ბა ახლა უკვე უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის და ჩემი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლი­სათ­ვის, ნაზი ბურ­დუ­ლა­ძი­სათ­ვის,” – წერს კას­რა­ძე.

banner
წინა სტატიაშიქვეყნის არაფორმალური მმართველის მიერ ხუთი მოხსნილი ადამიანი
შემდეგი სტატია„შეიძლება არსებობდეს ძალიან დიდი ინტერესი რუსეთის მხრიდან, რომ “თიბისი” ბანკმა ანაკლიის პორტი არ ააშენოს“ – გიგაური