ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივა” და „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეებს არიგებენ

ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივა” და „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეებს, სადეზინფექციო ხსნარებს და ხელთათმანებს არიგებენ. სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად ადგილზე ათობით ადამიანია შეკრებილი. ისინი დისტანციას არ იცავენ.სიტუაციას ადგილზე სამართალდამცველები აკონტროლებენ.
როგორც “ენმ”-ს წევრი დათა შელია აცხადებს,რიგის დარეგულირების შემდეგ მოხდება პირბადეების და სპეციალური სადეზინფექციო ხსნარების დარიგება.
შეგახსენებთ,რომ ზუგდიდში პირბადეების დეფიციტია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი : რთული სცენარებისთვის ვემზადებით, მაგრამ ვართ მოტივირებული
შემდეგი სტატიარესპუბლიკური საავადმყოფოს 15 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა