ორგანიზაცია „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ – ქუთაისში, 119-ე საარჩევნო უბანზე მარკირებული ადამიანები აძლევენ ხმას

ქუთაისში, 119-ე საარჩევნო უბანზე მარკირებული ადამიანები აძლევენ ხმას, – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” დამკვირვებელი ავრცელებს.

ხათუნა არველაძის განცხადებით, ამომრჩევლებს ხელზე მარკირების ლაქები უფიქსირდებათ, თუმცა, მიუხედავად ამისა ისინი ხმას მაინც აძლევენ.

„რამდენიმე ადამიანი მოვიდა, რომელთაც მარკირების ლაქები უფიქსირდებათ, მაგრამ კომისიის თავმჯდომარე არ თვლის საეჭვოდ და ეს ადამიანები ხმას აძლევენ. როგორ მოხდა, რომ ამდენმა ადამიანმა ამ დილით ჭამა მანდარინი? ეს აჩენს ეჭვებს და სავარაუდოდ, ეს ადამიანები სხვადასხვა უბანზე მივლენ”, – განაცხადა ხათუნა არველაძემ.

ინფორმაციას არ ადასტურებს კომისიის თავმჯდომარე კესო ვაშაყმაძე. მისი თქმით, მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ადამიანს მართლაც ჰქონდა ლაქა, მაგრამ დაბანის შემდეგ ლაქები გაქრა, რის შემდეგაც ხმა მისცა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, მოქალაქემ განაცხადა, რომ მან მანდარინი ჭამა და ხელზეც მისი ლაქები იყო.

banner
წინა სტატიაშისაია – ფიქსირდება მნიშვნელოვანი ტენდენციები, რომელიც ხმის მიცემის ფარულობას და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება
შემდეგი სტატია„ზოგისთვის ეს არის რთული არჩევანი, მაგრამ აუცილებლად მიდით არჩევნებზე“ – გიორგი მარგველაშვილი