ორგანიზაცია “ახალგაზრდა თაობის” წარმომადგენლები ცესკოს თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსთან აქციას მართავენ

region
ავტ.: region ნოემბერი 6, 2020 19:59

ორგანიზაცია “ახალგაზრდა თაობის” წარმომადგენლები ცესკოს თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსთან აქციას მართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციის “ახალგაზრდა თაობა” წარმომადგენლები ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას საცხოვრებელ კორპუსთან აქციას მართავენ.

მათი მოთხოვნაა გადადგეს თამარ ჟვანია და გამოაქვეყნოს არჩევნების რეალური შედეგები.

“ჩვენი მოთხოვნაა გადადგეს ჟვანია. აგვიხსნას, რატომ არ გვიშვებს ცესკოში სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და დამკვირვებლებს, რომ დავესწროთ დათვლებს და განხილვებს, რატომ აცხადებს უარს ხელახლა ბიულეტენების დათვლაზე, რადგან სახეზე გვაქვს გაყალბების ძალიან ბევრი მაგალითი”, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერმა დავით დონერიანმა.

აქციის მონაწილეებს ჟვანიას სახლთან მიტანილი აქვთ საანგარიშო კალკულატორი და ძველი კომპიუტერი.

“ჩვენა აქ მოვიტანეთ ძველი კომპიუტერი, რომელშიც სავარაუდოდ მონაცემების შეყვანის დროს “error”-ს უწერდა მეხსიერების სიმცირის გამო და ასევე, კალკულატორი, რომელზეც თვითონ ვერ აჯამებს. მგონი სკოლაშივე “დაუერორა” “კალკულატორმა” და სკოლამ ჟვანიას”, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერმა დავით დონერიანმა.

region
ავტ.: region ნოემბერი 6, 2020 19:59