ორელი – პროცედურა წამოვიწყე, რათა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვკითხო, მიზანშეწონილად მიაჩნიათ თუ არა სანქციების სიაში ზოგიერთი ისრაელელი მინისტრის შეყვანა

პროცედურა წამოვიწყე, რათა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვკითხო, მიზანშეწონილად მიაჩნიათ თუ არა სანქციების სიაში ზოგიერთი ისრაელელი მინისტრის შეყვანა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„პროცედურა წამოვიწყე, რათა წევრ ქვეყნებს ვკითხო, მიზანშეწონილად მიაჩნიათ თუ არა სანქციების სიაში ზოგიერთი ისრაელელი მინისტრის შეყვანა, რომლებიც პალესტინელების წინააღმდეგ სიძულვილის შემცველ ისეთ განცხადებებსა და მოწოდებებს აკეთებენ, რაც საერთაშორისო სამართალს აშკარად ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ჯოზეფ ბორელს კონკრეტული მინისტრების ვინაობა არ დაუსახელებია.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონზე მეხუთე სარჩელიც შევიდა
შემდეგი სტატიამამაკაცი, რომელსაც სოფელ ახაშენში ცოლისა და ორი მეგობრის მკვლელობა ედება ბრალად, დააკავეს