ორეგანოში ტრამპის წინააღმდეგ პროტესტი არეულობაში გადაიზარდა

ორეგანოს შტატის ქალაქ პორტლენდში, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს. სამართალდამცველებმა საპასუხოს რეზინის ტყვიები და წიწაკის გაზი გამოიყენეს. დემონსტრანტებმა მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს – პოლიცია იტყობინება.
როგორც ისინი ავრცელებენ, პროტესტი არეულობებში გადაიზარდა. სამართალდამცველების თქმით, აქციის მონაწილეები ბეისბოლის ბიტებით იყვნენ გამოსულები, ზოგიერთები კი – ქვებით. საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია – “ბიბისი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პრეზიდენტს იმპიჩმენტით ემუქრებიან
შემდეგი სტატიასააკაშვილი: პოროშენკომ პრემიერობა და პარტიის ლიდერობა შემომთავაზა