ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება დროებით შეიზღუდება

„თბილისი პიანო ფესტის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი ივნისის 18:00 საათიდან 3 ივნისის 04:00 საათამდე, ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს მშრალი ხიდის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ იტალიის ქუჩის გავლით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩისკენ მიმავალი ტრანსპორტი იმოძრავებს სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების გამოყენებით.

რაც შეეხება რენა აბჟანდაძის ქუჩას, ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე, რის შემდეგაც გზას მტკვრის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიყველა ეკლესია, რელიგია და მათი მორწმუნეები უბრალოდ კრიტიკას უნდა შეეგუონ… ამასთან პრობლემა ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს – როთი
შემდეგი სტატიახაბეიშვილი – ძლიერი ხელისუფლება, რომელსაც სალაპარაკო აქვს ხალხთან, შუბით არ ელაპარაკება მათ