21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება დროებით შეიზღუდება

28 ივნისს “პიანო ფესტის“ დასკვნითი კონცერტის გამო, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

თბილისის მერიის ცნობით, ღონისძიების გამო, 27 ივნისის, 23:00 საათიდან 29 ივნისის 04:00 საათამდე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-ის ჩათვლით.

მათივე ცნობით, ავტომობილები ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე მოხვედრას სოლიკო ვირსალაძის ქუჩის გავლით შეძლებენ, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება იტალიის ქუჩის, მშრალის ხიდისა და ჯოვანი სკუდიერის ქუჩის გავლით.

banner
წინა სტატიაშიყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაკობახიძე: შარშანდელი წელი იყო გარდამტეხი მთავრობის საქმიანობაში