ორბელიანის მოედანზე შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა

თბილისში ორბელიანის მოედანზე, შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული 14 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

ექიმის განცხადებებით, მოზარდს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა მიღებული. მას ოპერაცია ვერ ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო და ოპერაციის დაწყებამდე გული რამდენჯერმე გაუჩერდა.

„პაციენტი შემოყვანილია ემერჯენსის განყოფილებაში, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. პრაქტიკულად, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმის მიღების შემდეგ. რამდენიმე წუთში იქნა აყვანილი საოპერაციოში, ოპერაციის დაწყება ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ ადგილი ჰქონდა გულის გაჩერებას. პრაქტიკულად, პაციენტი გარდაიცვალა ტრავმული შოკით და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო,“ – განაცხადა რეანიმაციული განყოფილების უფროსმა გიორგი ხარჩილავამ.

ადგილიდან 3 დაშავებული ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, 3 კი „ამტელ ჰოსპიტალში”.

შუშა ელექტრო სისტემის შენობიდან ჩამოვარდა.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ასე, ჩემო ასინეთა!
შემდეგი სტატიაგიორგი ტუღუში: ხელისუფლება იყენებს მართლმსაჯულებას უგულავას წინააღმდეგ