ორბელიანის მოედანზე სამუშაოები ზერელედ რომ მიმდინარეობდეს, სამ თვეში ყველაფერი დასრულდებოდა

თბილისში, ორბელიანის მოედანზე სამუშაოები ზერელედ რომ მიმდინარეობდეს, სამ თვეში ყველაფერი დასრულდებოდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციაში ჩართულები არიან სხვადასხვა ექსპერტები.

„ორბელიანის მოედანზე სამუშაოები ზერელედ რომ მიმდინარეობდეს, სამ თვეში ყველაფერი დასრულდებოდა. თითოეული დეტალი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ოპონენტების განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ვერანაირ ფაქტს ვერ მოიყვანენ, რომ ჩვენი მხრიდან რაღაც შეუსაბამობა კეთდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ორბელიანის მოედანზე ყველაფერი ხარისხიანად კეთდება.

„კეთდება ყველა შენობის კაპიტალურად გამაგრება. გაკეთდება ფასადებიც, მაგრამ ეს იქნება ბოლო ეტაპზე. ზედამხედველობა მიმდინარეობს დარგის სპეციალისტებთან ერთად და იერსახის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ყველანაირი სტანდარტების დაცვით“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

banner
წინა სტატიაშიგალის იზოლატორში საფრთხე საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ემუქრება – ოჯახს გატაცებულზე ინფორმაცია არ აქვს
შემდეგი სტატიაგვითხრეს გარდაცვლილიაო, ბიძა გადაიყვანეს იქით, ალბათ ის გაარკვევს – ირაკლი კვარაცხელიას ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს