ორბელიანის მოედანზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

ორბელიანის მოედანზე ტელეგრაფის ჩიხში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.დანგრეულია კორპუსის სამი სართული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. ადგილზე იმყოფება რაიონის გამგებელიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ შენობა ავარიულია და რეაბილიტაციას საჭიროებდა, რისთვისაც არაერთხელ მიმართეს გამგეობას, თუმცა უშედეგოდ. მათი თქმით, გამგეობა მათ ბინის დასაქირავებლად 500 ლარს სთავაზობდა, თუმცა ამ თანხით ალტერნატიული ფართის შოვნა მათ ვერ შეძლეს.

banner
წინა სტატიაშიბელგიაში უცნობმა აფრიკელს თვალები ამოსთხარა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი გია ლორთქიფანიძის გადადგომას ეხმაურება