საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდება. მათ შორის არიან ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, ასევე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი.
შეხვედრის პარალელურად, ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციაა.
შეკრებილების თქმით, აქციის მიზანია ევროპელ პარტნიორებამდე მათ მიერ არაერთხელ გაჟღერებული მოთხოვნის მიტანა – ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.
ამასთან, ორბელიანების სასახლესთან აქციაზე „კოალიცია ცვლილებების“ გარდა იმყოფებიან ორგანიზაცია „დაიტოვეს“ წარმომადგენლებიც.