ორბელიანების სასახლესთან, კახელების მარშის მონაწილეებთან პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გავიდა

ორბელიანების სასახლესთან, კახელების მარშის მონაწილეებთან პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გავიდა.

ის ადგილზე შეკრებილებს ესაუბრება და მადლობას უხდის იმისთვის, რომ ყოველდღიურ აქციებში მონაწილეობას იღებენ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.

“ეს ადგილი ჩვენია, ეს სცენა ჩვენია… ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანი, სასახლე – ეს ადგილი, ყველაფერი ჩვენია, თქვენია. აწი შეგხვდებით. კახელებს და სხვებსაც დიდი მადლობა. მე მხოლოდ კახელი არ ვარ, მეგრელიც ვარ, გურულიც ვარ, ქართველი ვარ. დიდი, დიდი მადლობა და შევხვდეთ 21:00 საათზე”, – მიმართა პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილებს.

banner
წინა სტატიაშიინგლისური ენის სპეციალისტები ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო მარშს მართავენ
შემდეგი სტატია“გმირები თავისუფლებისთვის” | თბილისში, ომის ვეტერანები და გიორგი ანწუხელიძის თანამებრძოლები მარშს მართავენ