ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და კრისტიან დანიელსონის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონს ხვდება.

პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე შეხვედრას ესწრება საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

შეხვედრის კადრებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისს სამდღიანი ვიზიტით დღეს ეწვია.

banner
წინა სტატიაშიშარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ჩამოვიდა
შემდეგი სტატია500 Startups-ის მეორე ნაკადის გამარჯვებულები ცნობილია