11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ორბანმა მოუწოდა უნგრელებს, მივიდნენ არჩევნებზე და საკუთარი ხმა დააფიქსირონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა.

ორბანმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხალხის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და ყველა ამომრჩეველი მისთვის მნიშვნელოვანია.

ვიქტორ ორბანმა ჟურნალისტებთან საარჩევნო კამპანიის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანი გაიცნო, ვისთანაც სხვა შემთხვევაში შეხვედრის შესაძლებლობა არ ექნებოდა. ორბანმა მოუწოდა უნგრელებს, მივიდნენ არჩევნებზე და საკუთარი ხმა დააფიქსირონ.

„გამარჯვებისთვის მოვედი. მომწონს გამარჯვება. ევროპელებმა უნდა მიიღონ ხალხის ნება და მათ მიერ გამოხატული მოსაზრება. ჩვენ ევროკავშირის წევრი ვართ და ვითხოვთ წევრი სახელმწიფოებისთვის კუთვნილი უფლებების დაცვას. ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი სახის იმპერიულ ცენტრალიზაციას. მტკიცედ ვდგავართ ეროვნული უფლებების, სუვერენიტეტისა და ევროკავშირის ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე და ვთხოვთ ბრიუსელს, პატივი სცეს ამ უფლებებსა და ხელშეკრულებას“, – აღნიშნა ორბანმა ხმის მიცემის შემდეგ.

უნგრული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის არჩევნებში აქტივობა მაღალია. ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათისთვის ამომრჩეველთა 3.46 პროცენტმა მისცა ხმა. შედარებისთვის, 2018 წელს, როდესაც აქტივობის თვალსაზრისით რეკორდი დამყარდა, ამ დროისთვის ხმა ამომრჩეველთა 2.24 პროცენტს ჰქონდა დაფიქსირებული.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაიცვას ჟურნალისტ დავით ჭაბაშვილის უსაფრთხოება
შემდეგი სტატიაპარტია „ტისას“ ლიდერი: ყოველი ხმა მნიშვნელოვანია