ორბანის პარტიის დეპუტატი პარლამენტში კორონავირუსით გამოცხადდა

ორბანის პარტიის დეპუტატი პარლამენტში კორონავირუსით გამოცხადდა

უნგრეთის ოპოზიციურმა პარტიებმა Párbeszéd და Momentum განაცხადეს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატს ჟოლტა ბეჩოს წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარს შეიტანენ მას შემდეგ, რაც ის პარლამენტის სხდომაზე კორონავირუსით დაავადებული გამოცხადდა.

ბეჩომ 27 აპრილს კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა, რომლის თანახმადაც უნგრეთის უმაღლესი განათლების 70% ფონდების კონტროლქვეშ გადადის, მაშინ, როცა მთავრობამ სახელმწიფოებრივი ქონება მილიარდობით ევროდ გადასცა ორგანიზაციებს, რომელთა მმართველებიც, კრიტიკოსების აზრით, მმართველი პარტიის მოკავშირე ფონდები იქნებიან.

რამდენიმე დღით ადრე, 24 აპრილს ბეჩომ “ფეისბუქზე” დაწერა, რომ ტერასაზე ზის, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის წარმატებული პროცესი აღნიშნოს. მომდევნო დღეს, ანუ, კენჭისყრამდე ორი დღით ადრე მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა, მაგრამ ეს გაციებად ჩათვალა – eurointegration-ი წერს.

ბეჩო ამბობს, რომ სხდომის დროს მან არ იცოდა, რომ კორონავირუსით იყო ინფიცირებული, თუმცა, იმავე დღეს მას დაკარგული ჰქონდა გემოს შეგრძნება და ყნოსვა. ასევე, 27 აპრილს ბეჩომ ტესტი ჩაიტარა და მეორე დღეს დადებითი პასუხი მიიღო.
“ეტყობა, უმრავლესობის ორი მესამედი ისეთი აუცილებელია სახელმწიფო ქონების გასანიავებლად, რომ 133 მამაცმა ადამიანმა სხვა ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენეს” – Momentum-ის ლიდერმა ანდრაშ ფეკეტე-დერმა თქვა, რომელიც 2022 წელს ლიბერალური ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელობას აპირებს.

banner
წინა სტატიაშიმუხრან ბურჭულაძე: დავტოვოთ სახელისუფლებო და ოპოზიციური თაღლითები მარტო
შემდეგი სტატიანატო 9 ათასი სამხედრო პირის მონაწილეობით მასშტაბურ წვრთნებს გამართავს