ორბანი პოზიციას არ იცვლის – რა მოხდება 14-15 დეკემბერს ევროკავშირის სამიტზე

დღევანდელი მდგომარეობით, ოფიციალურ ბუდაპეშტს არ შეუცვლია თავისი განზრახვა, დაბლოკოს ყველა გადაწყვეტილება უკრაინასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ლიდერების სამიტზე უნდა განიხილონ. ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. მისი თქმით, კვირას, 10 დეკემბერს, სამიტის მომზადების ფარგლებში ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების შეხვედრა გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვითაც, უნგრეთის ვეტოსთან დაკავშირებით სიტუაცია არ შეცვლილა.

“არავითარი განვითარება არ არის – უნგრეთი კვლავ ბლოკავს ყველაფერს, რაც უკრაინას უკავშირდება. თუ ეს მოგვარდება, ეს მოხდება 14-15 დეკემბერს ევროკავშირის სამიტზე”, – განაცხადა იოზვიაკმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინის შორსმიმავალი გეგმები – რას ითხოვს კრემლი კიევისგან
შემდეგი სტატიასაიდუმლოდ გადატანილი 19 კგ რადიოაქტიური ნივთიერება და ავარიულად დაშვებული რუსული თვითმფრინავი