სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი გაზის ინფრასტრუქტურის აფეთქება იგეგმებოდა,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
უნგრეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ის ცოტა ხნის წინ ესაუბრა სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს, რომელმაც მას მიაწოდა ინფორმაცია უნგრეთისა და სერბეთის დამაკავშირებელ ბუნებრივი აირის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე აღმოჩენილი ასაფეთქებლის შესახებ.
„სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან ტელეფონით საუბარი ახლახანს შედგა. სერბეთის ხელისუფლებამ სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელ კრიტიკულ გაზის ინფრასტრუქტურაში დესტრუქციული ასაფეთქებელი ნივთიერებები და მისი აქტივაციისთვის საჭირო აღჭურვილობა აღმოაჩინა. გამოძიება მიმდინარეობს. დღეს შუადღისას თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოვიწვიე”, – წერს ორბანი.
ცნობისთვის, უნგრეთში 12 აპრილს საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. წინასწარი გამოკითხვებით, ოპოზიცია დიდი სხვაობით უსწრებს უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესს“.















