25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ორბანი – გაასაჯაროოს მადიარმა, რა მიჰყიდა ბრიუსელს, უფასო ყველი მხოლოდ თაგვების ხაფანგშია

უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამჟამინდელ პრემიერს, პეტერ მადიარს  ევროკავშირთან შეთანხმების დეტალების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ფონ დერ ლაიენისა და პეტერ მადიარის პაქტის დეტალები. რა მიჰყიდა მან ბრიუსელს უნგრული ინტერესებიდან? უფასო ყველი მხოლოდ თაგვების ხაფანგშია“, – წერს ვიქტორ ორბანი.

გავრცელებული ინფორმაციით,  პეტერ მადიარმა, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის შედეგადაც უნგრეთისთვის განკუთვნილი 16.4 მილიარდი ევროს ფონდი განიბლოკა. ეს თანხები წინა ადმინისტრაციის დროს გაიყინა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა… მასთან ერთობაში ყოფნას ნურავინ მთხოვს
შემდეგი სტატიაპუტინი: უკრაინის კრიზისი მსგავსი სიტუაციით დაიწყო, რაც ახლა სომხეთში ხდება