ორბანი ევროკავშირის პირველი ლიდერია, რომელიც მედიის მტრების სიაში მოხვდა

ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს მიღმა” ევროკავშირის წევრი ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი პირველად შეიყვანა “მედიის მტრების სიაში”, საუბარია უნგრეთის პრემიერ-მინსიტრზე ვიქტორ ორბანზე. “მთავრობაში მოსვლის დღიდან ვიქტორ ორბანმა და მისმა პარტიმ “ფიდესმა” 2010 წლიდან ნაბიჯ-ნაბიჯ კონტროლქვეშ აიყვანეს მედია გარემო” – განცხადებაშია ნათქვამი.

“საზოგადოებრივი მაუწყებლები სახელმწიფო მედია-ჰოლდინგ MTVA-ში შეიყვანეს, სადაც, ასევე, ერთადერთი უნგრული საინფორმაციო სააგენტო MTI”-ია” – რეპორტიორები საზღვრებს მიღმაშია” ნათქვამი.
რეგიონალური მედია მეწარმეების საკუთრებაშია, რომლებიც 2017 წლიდან ორბანის წრიდან არიან. 2018 წლის შემოდგომაზე დაახლოებით 500 პრო-სამთავრობო მედია ჰოლდინგში გაერთიანდა ინფორმაციის ცენტრალიზებული გაშუქების მიზენით” – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

“მედიის თავისუფლების მტრების” სიაში 37 ქვეყნის მთავრობა და ან ხელმძღვანელია შეყვანილი.

ორბანის გარდა სიაშია ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო, საუდის არაბეთის პრინცი მოჰამედ ბენ სალმანი, რომელსაც ჟურნალის ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში სდებენ ბრალს და სხვა.

“რეპორტიორები საზღვრებს მიღმა” მედიის მტრების სიას 2001 წლიდან აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიზარქუა – ეს ქაოსი და ტრაგედია რასაც ახლა ვუყურებთ, უნდა დასრულდეს!
შემდეგი სტატიაძალიან დიდი მადლობა სამოქალაქო გმირობისთვის – გიორგი თაბაგარი მედიას