12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ორბანი: ძალის გამოყენებით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას

“უკრაინელებს ვაიძულებთ, რომ უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება განაახლონ”,_ აღნიშნული განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გააკეთა.

„არანაირი შეთანხმება და კომპრომისი არ იქნება. ჩვენ ძალის გამოყენებით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას. გარწმუნებთ, რომ ამისთვის სამხედრო ძალის გამოყენება ჩვენს გეგმებში არ შედის, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური და ფინანსური ინსტრუმენტები გვაქვს“, – განაცხადა ორბანმა.

ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ეს ტენდენცია ახასიათებთ დიქტატორებს და არც აქაური დიქტატორია გამონაკლისი
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა: მზად ვართ, აშშ-თან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, მნიშვნელოვანი გზავნილები გაიცვალა