ორბანი აცხადებს, რომ რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების დაბლოკვით უნგრეთი ომისგან იხსნა – როგორია პოლონეთის პასუხი?!

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მან უნგრეთი ომისგან იხსნა იმით, რომ დაბლოკა რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენება და უარი თქვა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ €90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხში მონაწილეობაზე (რომელსაც მან „ომის სესხი“ უწოდა).

ამის საპასუხოდ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ორბანი სარკასტულად „დააჯილდოვა“ ლენინის ორდენით და ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს დაურთო წარწერა: „გილოცავთ“.

ცნობისთვის, უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა უარი თქვეს ამ შეთანხმებაში მონაწილეობაზე, თუმცა დანარჩენი 24 ქვეყნისთვის მისი განხორციელება არ დაუბლოკავთ.

banner
წინა სტატიაშიპორტუგალიამ უკრაინაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაძლოა, სახმელეთო ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა
შემდეგი სტატია“ჩვენ გადავეცით ჩვენი პოზიციები შეერთებულ შტატებს…ველოდებით პასუხს” – ზელენსკი