ორანგუტანგები შვიდი წლის ბავშვზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ

გერმანიაში, ლაიფციგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორაგნუგანგები იარაღის გამოყენებას ბავშვებზე უკეთ ახერხებენ. ბიოლოგების და ფსიქოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ორანგუტანგები რთული ამოცანების ამოხსნას რვა წლის ბავშვებზე უკეთესადაც კი ართმევენ თავს. უფრო მეტიც – მათ კარნახი არ სჭირდებათ.
მეცნიერები მაიმუნებს და ბავშვებს ერთნაირ დავალებას აძლევდნენ. ცხოველებმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს, ბავშვებმა – კარნახის შემდეგ – “ბიბისი” წერს. “რთული ამოცანების ამოხსნა თავის ტვინის გარკვეულ სფეროებზეა დამოკიდებული, რომელიც ბავშვებს უფრო გვიან ასაკში უნვითარდებათ. ეს ფაქტი და ასევე, ბავშვების სოციალურ უნარებზე დამოკიდებულებაა ჩვენს მიერ მიღებული შედეგების პასუხის ამოხსნა” – ამბობს კოგნიტური ბიოლოგი იზაბელ ლაუმერი, ექსპერიმენტის ხელმძღვანელი.

banner
წინა სტატიაშიმარსზე კრატერი წყლის ყინულით არის სავსე
შემდეგი სტატიასტამბოლში ფართომასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა