ორ სასტუმროში „პალმ ბიჩსა“ და „ანაკლიაში“ საკარანტინო ზონა მოეწყობა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კურორტ ანაკლიის ორ სასტუმროში „პალმ ბიჩსა“ და „ანაკლიაში“ საკარანტინო ზონა მოეწყობა. ამის შესახებ სასტუმრო „პალმ ბიჩის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ. მათივე თქმით, ეს არის ორივე სასტუმროს ადმინისტრაციის კეთილი ნება, დახმარება გაუწიონ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს.

„ჩაგვიტარდა სპეციალური ტრენინგები ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლების მიერ და მოხდა ჩვენი გადამზადება. სასტუმრო 40 ნომრიანია და ყველა პირობაა შექმნილი თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის“,-გვითხრეს სასტუმროს ადმინისტრაციაში.

თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით მზარდია, 22 მარტის მონაცემებით თვითიზოლაციაში რეგიონის მასშტაბით 306 პირი რჩება.

banner
წინა სტატიაში“დარჩი სახლში”-stop covid19
შემდეგი სტატიაგორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა