ორ რუს სამხედროს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

პოლტავას ოლქის სასამართლომ 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2 რუს ჯარისკაცს, ალექსანდრე ბობიკინს და ალექსანდრე ივანოვს, რომლებმაც ხარკოვის ოლქის სამოქალაქო ობიექტები დაბომბეს.

სამხედროები ომის დამნაშავეებად ცნეს. პროკურატურა მათთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა – რაც შეიძლება მძიმე სასჯელი.

ორივე რუსი მურმანსკის რეგიონში მსახურობდა. მათ პროცესზე დანაშაული აღიარეს.

დაცვის მხარემ განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცები, სავარაუდოდ, მოქმედებდნენ იძულებით, თუმცა სასამართლო ამას არ დაეთანხმა და ვერ დაინახა მტკიცებულება იმისა, რომ სამხედროები დანაშაულებრივ ქმედებებს ვერ აცილებდნენ.

banner
წინა სტატიაშიგომელაური – მინდა, ყველა პოლიციელს ვუსურვო მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, მეც ვისაუბრე დღეს სიტყვით გამოსვლისას, თუ რამდენს შრომობენ ეს ადამიანები
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – ქვეყანა „მაიმუნის ყვავილის“ სამკურნალო მედიკამენტის მიღების თაობაზე განაცხადს გააკეთებს