ორ პირს, რომლებმაც 37 შეკვრად დაფასოებული “მეტადონი” ლოკაციებზე განათავსეს, ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 37 შეკვრად დაფასოებულ ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (ფუძე), რომლის ნაწილიც რეალიზაციის მიზნით, წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე განათავსეს.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშირამდენი რაკეტა ისროლა ირანმა ისრაელისკენ და რამდენი “დაუძვრა” ჰსთ-ს – სტატისტიკა
შემდეგი სტატიათიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს