ორ პაციენტთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელება დადგა

ორ პაციენტთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელება დადგა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარიან ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, მეორე ინფიცირებულსაც, რომელსაც ასევე ირანთან მოგზაურობის ისტორია აქვს, გუშინ ჩაუტარდა ტესტი და არ აღმოაჩნდა კორონავირუსი.ინფიცირებულს, რომლის ისტორიაც ასევე ირანში მოგზაურობას უკავშირდება, პირველადად უარყოფითი ტესტი ჩაუტარდა, თუმცა განკურნებულად ის მხოლოდ ზედიზედ ორჯერ მიღებული ნეგატიური პასუხის შემდეგ ჩაითვლება.

ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 46 პაციენტი, 21 მათგანს გუშინ კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა. ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ 15-ის პასუხი, ყველა ნეგატიური. დანარჩენების, მათ შორის პირველ დაინფიცირებული პაციენტის პასუხს დღის მეორე ნახევარში ველოდებით.

 

„მეორე პაციენტს მე-15 დღეზე ჩაუტარდა ტესტირება და მიღებულია პირველადად უარყოფითი პასუხი. 24 საათის ინტერვალში უნდა გაკეთდეს განმეორებითი ტესტირება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშისაჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული პაციენტის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
შემდეგი სტატიაზუგდიდში 35 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს