ორ მოქმედებიანი პოლიტიკური ცირკი დასრულდა ივანიშვილის მარცხით, რადგან ვერ მიაღწია მთავარ მიზანს, იმპიჩმენტი შემდგარიყო, თუმცა მიაღწია იმას, რომ ქვეყანას მიადგა დიდი ზიანი – ბოკუჩავა

ორ მოქმედებიანი პოლიტიკური ცირკი, რომელიც დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოში, დღეს საქართველოს პარლამენტში დასრულდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დღესაც დაამტკიცა, რომ ქვეყანას რუსული რეჟიმი ჰყავს.

„ის ორ მოქმედებიანი პოლიტიკური ცირკი, რომელიც დაიწყო ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში და სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო, სადაც არ არსებობდა სამართლებრივი მდგენელი, დღეს საქართველოს პარლამენტში დასრულდა. დასრულდა ივანიშვილის მარცხით, რადგან ვერ მიაღწია მის მთავარ მიზანს, რომ იმპიჩმენტი შემდგარიყო, თუმცა მიაღწია იმას, რომ ქვეყანას მიადგა ძალიან დიდი ზიანი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისთვის. იცით, რომ გადაწყვეტილება ევროკომისიამ უნდა მიიღოს სულ რაღაც ორ კვირაში კანდიდატის სტატუსის შესახებ, იცით, რომ ჟოზეფ ბორელმა, რომელსაც შევხვდით, მათ შორის ამ პარლამენტში, განაცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცესი ძალიან ნეგატიურად არის აღქმული ბრიუსელში. შესაბამისად, ეს არის წინაღობა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ამაზეც ისაუბრა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც დღეს და ამ მიზანს მიაღწია ივანიშვილმა, რომ ზიანი მიაყენა საქართველოს ევროპულ არჩევანს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იყო ძალიან მტკიცე, მიუხედავად იმისა, რომ კვირების მანძილზე ჩვენ გვესმოდა სპეკულაციები და ბრალდებები ჩვენი ფრაქციის წინააღმდეგ, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ამ პოლიტიკური ცირკის გამოცხადების პირველივე დღიდან განვმარტეთ საზოგადოებისთვის – ჩვენ არ მივიღეთ ამ პოლიტიკური ცირკის მოქმედებაში მონაწილეობა, არც რეგისტრაციაში, არც განხილვაში და არც კენჭისყრის პროცედურაში. „ოცნებამ“ კი, მორიგი სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო, როგორიც მიიღო მაგალითად „რუსულ კანონზე“, ასევე დღესაც დაამტკიცა, რომ რეალურად ჩვენს ქვეყანას ჰყავს რუსული რეჟიმი, რომელიც ასრულებს რუსულ დავალებებს და რომელიც მიზანმიმართულად აფერხებს ჩვენი ქვეყნის სვლას ევროპისკენ.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიკითხვის ნიშნები სალომე ზურაბიშვილის მისამართით არ მოხსნილა – ვიდრე სააკაშვილს არ შეიწყალებს, ზურაბიშვილით აღფრთოვანება პოლიტიკური ფარისევლობაა – მანჯგალაძე
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ და ირაკლი კობახიძე ცდილობს ბოლომდე გააგრძელონ ხელის შეშლა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის პროცესის და ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის ფარგლები შემოსაზღვრონ – ბეჟაშვილი