ორ კვირაში მეცოდინება, უნდა თუ არა ომის შეწყვეტა პუტინს, – დონალდ ტრამპი

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, სურს თუ არა ვლადიმირ პუტინს ომის დასრულება უკრაინაში, მაგრამ ამას მალე გაიგებს.

მისი ეს პოზიცია ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ტრამპი ჟურნალისტებს თეთრ სახლში ესაუბრა.

აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, სჯერა თუ არა, რომ პუტინს ნამდვილად სურს ომის შეწყვეტა.

“ახლა მე ამის თქმა ზუსტად არ შემიძლია, მაგრამ ორი კვირის შემდეგ აუცილებლად შეგატყობინებთ. ამ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრ რამეს გავიგებთ, პირველ რიგში კი იმას, გვატყუებს თუ არა ის ჩვენ. და თუკი გვატყუებს, ცოტა სხვაგვარი რეაქცია გვექნება ამაზე”, – თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი “რუსებთან საკმაოდ შედეგიანად თანამშრომლობს”.

“მგონი, მათ სურთ, რაღაცას მიაღწიონ. მაგრამ სანამ შეთანხმება არ გაფორმებულა, მე არაფრის თქმა არ შემიძლია. შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ მომხდარით ძალიან იმედგაცრუებული ვარ:

ადამიანები დახოცეს იმ პროცესის დროს, რასაც შეგვიძლია მოლაპარაკება ვუწოდოთ. ამით ძალიან იმედგაცრუებული ვარ”, – დაამატა დონალდ ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიდროების ექსკლუზივი: ბაჩიაშვილი 27 მაისს აბუ-დაბიდან პირდაპირი რეისით თბილისში ჩამოიყვანეს
შემდეგი სტატიაილონ მასკი – ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს უაზრო ხარჯების შემცირების შესაძლებლობისთვის