ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მამუკა მდინარაძეს, გუშინ, 25 დეკემბერს “სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის”, ხოლო დღეს, 26 დეკემბერს “სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის” წოდება მიანიჭა.
მდინარაძეს მანამდე “ლეიტენანტისა” და “უფროსი ლეიტენანტის” წოდებები 3 სექტემბერსა და 23 ოქტომბერს მიენიჭა.
სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის 56 მუხლის, მე-7 მუხლის 21 პუნქტისა და მე-8 მუხლის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროს ლეიტენანტს, მამუკა მდინარაძეს, ვადამდე მიენიჭოს მორიგი საშუალო სპეციალური წოდება „სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტანი”, – წერია 25 დეკემბრით დათარიღებულ ბრძანებაში.
სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის 56 მუხლის, მე-7 მუხლის 21 პუნქტისა და მე-8 მუხლის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტანს, მამუკა მდინარაძეს, ვადამდე მიენიჭოს მორიგი უფროსი სპეციალური წოდება „სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორი”. – ნათქვამია 26 დეკემბერს ხელმოწერილ დოკუმენტში.

















