ორ აბიტურიენტს, რომლებიც გუშინ საგამოცდო პროცესიდან ტემპერატურის გამო მოიხსნენ “Covid-19” არ დაუდასტურდა

ორ აბიტურიენტს, რომლებიც გუშინ საგამოცდო პროცესიდან მაღალი ტემპერატურის გამო მოიხსნენ, PCR ტესტი ჩაუტარდათ და კოვიდ 19 არ დაუდასტურდათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციით, ეს მოზარდები პროცესში ისევ ჩაერთვებიან.

დასრულდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა.

საგამოცდო პროცესმა ოცდაოთხივე საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. დარეგისტრირებულებიდან 95%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. არ ყოფილა დაგვიანებისა და მოხსნის არც ერთი შემთხვევა.

ხვალ აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ისევ ერთ სესიად ჩააბარებენ.

ერთიანი ეროვნულ გამოცდებისთვის საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. COVID-19-ის შემდეგ გავრცელების შემდეგ ეს პირველი მასშტაბური შეკრებაა

banner
წინა სტატიაში“რთულია თქმა, მიიღებენ თუ არა კანონპროექტს, მაგრამ აშშ-დან ახლა გაფრთხილებაზე ცოტა მეტთან გვაქვს საქმე”
შემდეგი სტატიავლადიმერ ბორცვაძე- ხანძარის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს