,,ოქუაშვილთან შეხვედრა, მისივე ინიციატივით, 2 წლის წინ შედგა და მასზე საერთოდ არ ყოფილა ნახსენები ტელეკომპანია “იბერია”

გაზეთ ”ქრონიკა პლუსის” მიერ მოპოვებულ სკანდალურ ჩანაწერებში ვანო ჩხარტიშვილიც ფიგურირებს

ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრა, მისივე ინიციატივით, 2 წლის წინ შედგა და მასზე საერთოდ არ ყოფილა ნახსენები ტელეკომპანია “იბერია”, – ამის შესახებ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აცხადებს.

როგორც ჩხარტიშვილი ამბობს, შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა თამბაქოს ქართულ ბაზარზე შექმნილ მძიმე ვითარებას.

„დღეს „რუსთავი2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ჩემი სახელი “ომეგა” ჯგუფისა და ტვ „იბერიას“ გარშემო მიმდინარე პროცესებს გაუგებარი პოლიტიკური ქვეტექსტებით დაუკავშირა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებ, რომ ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრა, მისივე ინიციატივით, 2 წლის წინ შედგა და მასზე საერთოდ არ ხსენებულა ტელეკომპანია “იბერია”. საუბარი შეეხებოდა თამბაქოს ქართულ ბაზარზე შექმნილ მძიმე ვითარებას. კერძოდ, თამბაქოს იმპორტიორების დემპინგური ფასების გამო თამბაქოს ქართულ წარმოებას შეექმნა რეალური გაჩერების საფრთხე და გამოსავლის ძებნაში, შეხვედრაზე მოთელილ იქნა “თბილისის თამბაქოსა” და “ომეგას” სადისტრიბუციო ქსელების შერწყმის იდეა. ეს ერთ-ერთი გზა იყო ქართული წარმოების გადარჩენისა და ათასზე მეტი სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად. ბუნებრივია, ამავე მიზნით, მთავრობასთანაც გვქონდა მოლაპარაკებები. შეხვედრაზე არ გვისაუბრია არც ფონდებზე, არც კულუარულ გარიგეგზე და არც პოლიტიკაზე, მით უფრო ტელეკომპანია “იბერიაზე”. მოლაპარაკებები დასრულდა უშედეგოდ და იდეაზე მუშაობა არ გაგრძელებულა“, – ნათქვამია ჩხარტიშვილის განცხადებაში, რომელსაც მისივე პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი გაეროში სიტყვით გამოსვლისას დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით საქართველოს მიღწევებზე ისაუბრებს
შემდეგი სტატიაივანიშვილის ამოცანაა, რომ ნახევარი საქართველო „დაბოლილი“ და გაბრუებული ამყოფოს