ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მიღება 995 უცხოელს სურს

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

2015 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მიღება 995 უცხოელს სურს. მათ შესაბამის უწყებაში საჭირო რეგისტრაცია უკვე გავლილი აქვთ. რაც შეეხება ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირებს, საქართველოში სულ საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი 1 192 პირი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ერაყის, უკრაინის, რუსეთისა და სირიის მოქალაქეები არიან. ამის შესახებ ცნობილი სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციისას გახდა.
სახალხო დამცველი თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშით წარსდგა. ანგარიშში განხილულია სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები თავშესაფრის მაძიებლთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის კუთხით.
როგორც სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მიუხედავად ცვლილებებისა, კანონმდებლობაში კვლავ არსებობს ხარვეზები.
“მიუხედავად გარკვეული ცვლილებისა, ხარვეზები კვლავ რჩება, მათ შორის ერთ-ერთი თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადის განხილვის ვადებს უკავშირდება, რაც რიგ შემთხვევაში შესაძლოა 9 თვემდეც გაგრძელდეს. ეს საკმაოდ დიდი პერიოდია, მითუმეტეს, როდესაც საუბარი ეხება თავშესაფრის მაძიებელს. არის ხარვეზები, რომელიც უკავშირდება მაგალითად უარის შემთხვევაში გასაჩივრების ვადას. ეს ვადა 15 დღეა, რომელიც ასევე არ არის საკმარისი და ჩვენ ამ პერიოდის ერთ თვემდე გაზრდას ვითხოვთ. ჩვენი კანონმდებლობა უნდა დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ასევე არის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნაც”, – განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.
ანგარიშის პრეზენტაციას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიკაცები ძალადობის წინააღმდეგ – ცნობილი ქართველი კაცები საზოგადოებრივ მოძრაობას იწყებენ
შემდეგი სტატიაპატრიარქის ინიციატივას სახალხო დამცველი გამოეხმაურა