ოქტომბრის დასაწყისიდან დასწრებული სწავლა საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 330 სკოლაში დაიწყება

ოქტომბრის დასაწყისიდან დასწრებული სწავლა საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 330 სკოლაში დაიწყება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

გამყრელიძის თქმით, ამ სკოლებში საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი.

„აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და უკვე გაცხადდა, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან აღდგება დასწრებული სწავლა დაახლოებით 330-332 სკოლაში. ასე არის დათვლილი მაღალმთიან და სოფლის სკოლებში. ამ სკოლებში ჩვენ უკვე ვსწავლობთ ეპიდსიტუაციას. წინასწარ მონაცემებს გეტყვით, რომ ყველა ამ სკოლაში შევისწავლეთ, თუ რამდენ ადამიანს, სკოლის მოწაფეს ჰქონდა გადატანილი ინფექცია, რამდენ მასწავლებელს ჰქონდა გადატანილი ინფექცია, რამდენი მასწავლებელია აცრილი ამ სკოლებში. ეს ინფორმაციები უკვე გვაქვს და ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, რათა ჩამოვყალიბდეთ, რომ ამ 330-332 სკოლაში აუცილებლად სწავლა აღდგეს, რადგანაც იქ საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი.

დანარჩენზე ასევე ჩამოვაყალიბეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ე.წ უსაფრთხო სკოლებისა და უსაფრთხო უნივერსიტეტების კონცეფცია და დღეს, ხვალ, ზეგ ეს კონცეფცია განათლების სამინისტროსთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად იქნება განხილული. იქ ჩამოყალიბდება კრიტერიუმები, თუ სხვა სკოლებში, იგივე მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სკოლებში ან დიდ ქალაქებში, რა მიმდევრობით და როგორ უნდა აღდგეს სწავლა. ამაზე გვაქვს ჩვენი შეხედულებები, ვჯერდებით განათლების სამინისტროსთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან. შემდეგ ამას განიხილავს და დაამტკიცებს საკოორდინაციო საბჭო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიშალვა შავგულიძე: „ამნისტის შესახებ“ კანონი არ ემსახურება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას და მოთხოვნებს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება