ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ერთგულების ტესტი EU-ს მომავლის მიმართ , – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს. ბორელი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კანონი, რომლის მიღებასაც საქართველოს ხელისუფლება გეგმავს, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება.
“უცხოური გავლენის” შესახებ კანონი ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. თუ კანონი ამოქმედდება, ეს გავლენას საქართელოს ევროინტეგრაციაზეა იქონიებს. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისში საგარეო საქმეთა კომიტეტზე მივიღებთ. ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ერთგულების ტესტი EU-ს მომავლის მიმართ,” – წერს ბორელი X-ზე.